ArmenianAzerEnglishGeorgianRussian
კავკასიის ავტოაუქციონი ტარდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე
კატეგორია 
ავტომობილები(31)
სპეც.ტექნიკა(0)
წყლის ტექნიკა(0)
მოტოციკლები(0)
აგრეგატები(0)
სხვადასხვა(0)
სიახლეები 
25.08.10
ინტერვიუ ავტო–რადიოში
02.06.10
ჩვენ პირველები ვართ
02.06.10
საიტს დაემატა სწრაფი გადახდა

აუქციონის მომზადების პრინციპი

 

ავტომოტოტექნიკის აუქციონზე გასვლა საჭიროებს შემდეგ პირობებს: ფიზიკური ან იურიდიული პირი აუქციონზე მონაწილეობის მისაღებად აკეთებს ზეპირ განცხადებას, რომლის საფუძველზე კომპანიის თანამშრომელი ადგენს ხელშეკრულებას - დანართი 1”-ის მიხედვით. აუქციონზე გასატანი ავტო-მოტო და სხვა ტექნიკა თავსდება სპეციალურ მოედანზე, სადაც ხდება კომპანიის ექსპერტის მიერ მისი ტექნიკური დათვალიერება. იგი ადგენს სათანადო სერთიფიკატს, რომელიც თან ერთვის სატრანსპორტო საშუალებას აუქციონზე გატანის მომენტში. აქვე ხდება სატრანსპორტო საშუალების ფოტოგრაფირება 8 მონაცემით (მითითებული აუქციონის მიერ)  ან იმავე ფორმატით  -  ვიდეომასალა.

 

სატრანსპორტო საშუალების ინტერნეტაუქციონზე გატანა ხდება მისი აუქციონის საიტზე განთავსებიდან 20 დღის შემდეგ, აუქციონის საიტზე განთავსება კი - ექსპერტის შეფასებიდან 3 დღის განმავლობაში.

 

შეფასებაზე პასუხისმგებელია ავტოაუქციონი და შემმოწმებელი ექსპერტი თუ ავტომობილი იმყოფება ავტოაუქციონის მოედანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონი იხსნის პასუხისმგებლობას. აუქციონის პასუხისმგებლობა მთავრდება სატრანსპორტო საშუალების გადაცემის მომენტში.   

 

მყიდველს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაყიდ ნივთზე, თუ სატრანსპორტო საშუალებას აღმოაჩნდება ისეთი დაზიანება, რომელიც არ იყო აღნიშნული ექსპერტის დასკვნაში.  

 

სატრანსპორტო საშუალების მეპატრონე აწესებს ზღვრულ თანხას, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც მეპატრონე უპირობოდ განკარგავს სატრანსპორტო საშუალებას. ზღვრულ თანხამდე არმიღწევის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მეპატრონეს უფლება აქვს, უარი თქვას სატრანსპორტო საშუალების გასხვისებაზე, ან მოლაპარაკება აწარმოოს აუქციონში მონაწილე პირთან აუქციონის მეშვეობით. 

 

აუქციონის შედეგები გამოქვეყნდება იმავე საიტზე 3 საათის განმავლობაში. 

 

აუქციონზე სატრანსპორტო  საშუალების რეალიზაციის შემთხვევაში, შემსრულებელი მეპატრონეს უხდის აუქციონზე დაფიქსირებულ თანხას (ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით) აუქციონის მოსაკრებლის გამოკლებით, რომელიც შეადგენს 3 პროცენტს  (არა ნაკლებ 50 ლარისა და არა უმეტეს 400 ლარისა).  

 

თუ სატრანსპორტო საშუალების მეპატრონე რაიმე მიზეზის გამო უარს იტყვის სატრანსპორტო საშუალების აუქციონზე გატანაზე, მას უფლება აქვს, განაცხადი გააკეთოს 24 საათით ადრე აუქციონის ჩატარებამდე, რის შედეგად ის თავისუფლდება აუქციონის ყოველგვარი მოსაკრებლისგან. 

 

საავტომობილო საშუალების მეპატრონე, რომელიც უარს იტყვის აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე 24 საათზე ნაკლებ დროში, იხდის 50-იდან 100 ლარამდე. 

 

აუქციონი არის ვაჭრობის ფორმა, როდესაც გამარჯვებული გამოვლინდება  მაღალი ფასის შეთავაზებით.

 

აუქციონის მოწყობაზე პასუხისმგებელია შემსრულებელი შპს "კავკასიის ავტოაუქციონი"  

 

ავტოაუქციონი  ავრცელებს ინფორმაციას და ინტერნეტის საშუალებით ანიჭებს პოტენციურ დამკვეთს კოდს. პოტენციური დამკვეთია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აუქციონში მონაწილეობის სურვილი აქვს, დარეგისტრირდება აუქციონის საიტზე, რის შემდეგ  მიიღებს ციფრულ კოდს. ციფრული კოდი ციფრების მორიგეობითი განლაგებაა და არის ერთჯერადი (უნიკალური). 

 

ავანსი არის დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის წინასწარ გადახდილი თანხა (ნაღდი ან უნაღდო), აუქციონზე ვაჭრობაში მონაწილეობის დასადასტურებლად. ავანსის გადახდა ვაჭრობაში მონაწილეობის საფუძველია.

 

აუქციონის წესების თანახმად, დამკვეთი, რომელიც არ შეასრულებს (უარს ამბობს აუქციონის შედეგზე, თუ მისმა ფსონმა გაიმარჯვა) მოქმედების თანმიმდევრობას, კარგავს ავანსით გადახდილ თანხას, ხოლო თუ შემსრულებელი ვერ ახერხებს აუქციონის შედეგების შესრულებას, ვალდებულია, დამკვეთს ავანსი დაუბრუნოს.  

 

აღნიშნული წესები ითვალისწინებს მოგებული ლოტის გადაცემას შემკვეთზე, რომელმაც კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მაღალი თანხა შესთავაზა.

 

შემსრულებელი ონლაინაუქციონის ჩატარების პირობებს ათავსებს კორპორატიულ ინტერნეტსაიტზე და აგზავნის ელექტრონული ფოსტით ან სხვა საშუალებით.

 

ინტერნეტსაიტზე რეგისტრაცია ნიშნავს, რომ დამკვეთი გაეცნო აუქციონის პირობების და მისთვის პირობები მისაღებია.

 

აუქციონის ლოტებია ყველა ის სატრანსპორტო საშუალება ან სხვა ტექნიკა, რომელიც გამოტანილი იქნება აუქციონზე მეპატრონის მიერ (ფიზიკური თუ იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანიზაცია).

 

ყოველგვარი ინფორმაცია ლოტის შესახებ განახლებადია რეალურ დროში და ხელმისაწვდომია შემსრულებლის ინტერნეტსაიტზე. ლოტზე პასუხიმგებლობა განისაზღვრება თანმხლები ინფორმაციით და პრინციპით - "როგორიც არის და სადაც იმყოფება".

 

აუქციონში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას, გახდება დილერი, ან მიიღებს ერთჯერად კოდს, მას შემდეგ, რაც განათავსებს სადეპოზიტო თანხას შემსრულებლის ანგარიშზე.

 

აუქციონში მონაწილეები იყოფიან შემდეგ ჯგუფებად:

 

- აუქციონზე რეალურად მონაწილე პირები, რომლებიც აუქციონის ჩატარების მომენტში აუქციონის მოედანზე იმყოფებიან და მოცემულ მოედანზე განთავსებულ ყოველ გამავალ ლოტს უშუალოდ შეუძლიათ გაეცნონ;

 

- ონლაინმონაწილეები, რომლებიც მონაწილეობენ აუქციონში რეალურ დროში ინტერნეტის საშუალებით;

 

- ვირტუალური მონაწილეები, რომლებმაც ლოტზე დააფიქსირეს მაქსიმალური თანხა. მათ შეუძლიათ, მონაწილეობა არ მიიღონ ინტერნეტაუქციონში. მათ მაგივრად ვაჭრობა წარმოებს ავტომატურ რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით.

 

აუქციონში ყველა მონაწილის შანსი თანაბარია.

 

აუქციონში მონაწილე, რომელმაც დაადასტურა აუქციონის პირობები და განათავსა სათანადო დეპოზიტი, ითვლება შემკვეთად. ამისათვის საჭიროა, შემკვათმა გაიაროს რეგისტრაცია შემსრულებლის ინტერნეტ საიტზე: 

 

აუქციონში მონაწილე, რომელმაც დაადასტურა აუქციონის პირობები და განათავსა სათანადო დეპოზიტი, ითვლება შემკვეთად. ამისათვის საჭიროა, შემკვეთმა გაიაროს რეგისტრაცია შემსრულებლის ინტერნეტსაიტზე:

 

- გახსნას ინტერნეტგვერდი და განაცხადოს თანხმობა;

 

- განათავსოს დეპოზიტი შემსრულებლის ანგარიშზე და გახდეს დამკვეთი.

 

დამკვეთს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ლოტის გათამაშებაში, დეპოზიტზე დადებული თანხის ოდენობიდან გამომდინარე; შეუკვეთოს არჩეული ლოტის დეტალური ექსპერტიზა. ამისთვის აუქციონის სახელზე უნდა გააკეთოს განაცხადი, დააფინანსოს გაუთვალისწინებელი მომსახურეობა და თავის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღოს დეტალური ანალიზი საინტერესო ლოტის შესახებ. დამკვეთი თვითონ ირჩევს ლოტს, რომელიც ინტერნეტის საშუალებით შემსრულებლის ინტერნეტსაიტზე უნდა შეიძინოს.

 

დამკვეთი თვითონ წყვეტს ლოტზე მაქსიმალურ ფსონს.

 

 

მინიმალური დეპოზიტი, რომელიც აღქმული იქნება შემსრულებლის ელექტრონული სისტემით, განისაზღვრება 50 ლარიდან ან მისი ეკვივალენტით სხვა ეროვნულ ვალუტაში და იძლევა საშუალებას აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე მაქსიმალური ფსონით 1000 USD (ეკვ. ეროვნულ ვალუტაში) ან მისი ეკვივალენტით სხვა ეროვნულ ვალუტაში.

 

      1.  დეპოზიტი:                            2. მაქსიმალური სავაჭრო ფსონი 

 

       50 ლარი                                       1000 USD

      100 ლარი                                      3000 USD 

      150 ლარი                                      4500 USD 

      200 ლარი                                      6000 USD 

     300 ლარი                                       8000 USD  

     400 ლარი                                       10 000 USD

      600 ლარი                                       >10 000 USD 

 

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განათავსებს 1000 ლარს შემსრულებლის დეპოზიტზე, მიიღებს მრავალჯერად (1-წლიან) კოდს იმ პირობით, რომ ყოველი რეალიზებული ფსონი იქნება დროულად ანაზღაურებული (გადახდა იმ ფსონისა, რომელმაც გაიმარჯვა).

 

თუ შეკვეთილმა ლოტმა გაიმარჯვა, დამკვეთი ვალდებულია, 3 დღის განმავლობაში ჩარიცხოს აუქციონზე გამარჯვებული ლოტის ზღვრული თანხა, დამატებული აუქციონის მოსაკრებლის 3%, რომელიც განისაზღვრება არა უმცირეს 50 ლარისა და არა უმეტეს 600 ლარისა. მოცემული პირობების დარღვევა აღქმული იქნება დამკვეთის მიერ მოგებულ ლოტზე უარის თქმად. ამავე დებულების თანახმად, ჩამოეჭრებათ დეპოზიტიდან 3% ლოტის ზღვრული ღირებულების არა ნაკლებ 50 ლარისა და არა უმეტეს 600 ლარისა.

 

თუ დამკვეთის ფსონმა ვერ გაიმარჯვა, შეუძლია უკან მიიღოს დეპოზიტზე განთავსებული თანხა საბანკო საკომისიოს გამოკლებით, რის შედეგადაც ინაქტივირებული იქნება სავაჭრო კოდი. თანხის არგატანის შემთხვევაში, უნარჩუნდება შემდგომ აუქციონებში მონაწილეობის უფლება, სანამ არ მოხდება შერჩეული ლოტის მოგება.

 

კონკრეტული ლოტის აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი მოცემულია ლოტის აღწერაში ინტერნეტსაიტზე. წინასწარი ვაჭრობა მოცემულ ლოტზე შესაძლებელია წინასწარი ფსონებით. წინასწარი ვაჭრობის საფუძველზე, ფორმირდება ლოტის საწყისი ფასი, რომლითაც სტარტს აიღებს აუქციონი. აუქციონის მსვლელობისას მონაწილეები მუდმივად ზრდიან ლოტის ფასს. აუქციონის შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია, იგი ქვეშეუცნობად ფაქტორებზეა დამოკიდებული.

 

აუქციონზე ლოტის საწყისი თანხა ფორმირდება მონაწილეთა მიერ გაკეთებული განაცხადით აუქციონის წინა პერიოდში. ფსონების მიცემა წყდება ლოტის აუქციონზე გატანამდე 1 საათით ადრე.

 

აუქციონის ნაბიჯი - მინიმალური 5 USD

 

      0 - 100 USD           - 5 USD 

 

      100 - 1000 USD       - 10 USD 

 

    1000 - 3000 USD  - 20 USD

 

    3000 - 6000 USD - 50 USD

 

    > 6000 USD - 100 USD

ლოტის საბოლოო ფასი ის მაქსიმალური ფასია, რომელსაც შესთავაზებს აუქციონში მონაწილე შემკვეთი, აუქციონის დახურვის მომენტში. გამარჯვებულია შემკვეთი, რომლის შეთავაზება იქნება ბოლო.

 

აუქციონის ჩატარების პრინციპია: დათქმულ განსაზღვრულ დროს აუქციონის მიმდინარეობის პროცესში გამოვლინდეს გამარჯვებული ლოტი. აუქციონის მიმდინარეობის პროცესში, კონკრეტულ ლოტზე ყველა დაინტერესებული პირი იწყებს ფსონების გაზრდას აუქციონის დამთავრებამდე. თუ ცხადდება სხვა მონაწილე, რომელსაც სურვილი აქვს, შეიძინოს აღნიშნული ლოტი, ფსონი იზრდება აუქციონის ნაბიჯის შესაბამისად. ასე გრძელდება მანამ, სანამ შემდგომი ფსონის გაზრდის მსურველი არ აღმოჩნდება: მაგალითად, თუ ბოლო ფსონი არის 2500 USD,  სხვა მონაწილემ გაზარდა თანხა 20 USD-მდე და შემდგომი გაზრდის მსურველი არ აღმოჩნდა, ლოტი მოგებული იქნება 2500+20=2520 USD. იმ შემთხვევაში, თუ ლოტზე მონაწილეობს ვირტუალური შემკვეთი, რომელსაც აღნიშნული ლოტის მოსაგებად მიცემული აქვს მაქსიმალური თანხა 3000 USD, კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში უმატებს 20 USD-ს და იმ შემთხვევაში, თუ მას მეტის გაზრდის სურვილი არ აღმოაჩნდება, ლოტი მოგებული იქნება: 2520+20=2540 USD. აუცილებლობის შემთხვევაში, კომპიუტერი განაგრძობს ვაჭრობას მაქსიმალურ მოცემულ ფსონზე. 3000 USD-ის გადამეტების შემთხვევაში, კომპიუტერი ავტომატურად წყვეტს ვაჭრობას.  

 

შემსრულებლის ვალდებულება:  

 

-  მკაცრად დაიცვას კონფიდენციადურობა დამკვეთის რეგისტრაციასა და გაცემულ სავაჭრო კოდზე.   

 

-  დამკვეთს მიაწოდოს  მის ხელთ არსებულ ლოტზე სრული ინფორმაცია.   

 

-  გამარჯვებულ დამკვეთს განუსაზღვროს აუქციონზე ლოტის საბოლოო ფასი, გამომდინარე ლოტის მაქსიმალური მიცემული ფსონიდან, დამატებული აუქციონის მოსაკრებელი.  

 

შემსრულებელს აქვს უფლება, არ გადასცეს საკუთრებაში მოგებული ლოტი, თუ:  

 

ა) დამკვეთი დროულად და მთლიანად არ მოახდენს ანგარიშსწორებას შემსრულებელთან მის მიერ მოგებულ ლოტზე; 

 

ბ) ლოტის საბოლოო ღირებულება ნაკლებია იმ ზღვრულ თანხაზე, რომელიც ლოტის მეპატრონემ განსაზღვრა აუქციონის ჩატარების წინ და, რომელიც შემსრულებელსა და ლოტის მეპატრონეს შორის დადებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული. ამ შემთხვევაში, შემსრულებლის მეშვეობით, ლოტი ხდება ვაჭრობის საგანი აუქციონში მონაწილე შემკვეთსა და ლოტის მეპატრონეს შორის. ლოტის პატრონი ვალდებულია, აუქციონის დამთავრებიდან 48 საათის განმავლობაში მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. როდესაც მეპატრონის მიერ დაფიქსირებული თანხა არ შესრულდება აუქციონზე, შემკვეთი ვალდებულია, ლოტის მოგებიდან 48 საათის განმავლობაში დაელოდოს ლოტის მეპატრონის გადაწყვეტილებას. თუ აუქციონის მიმდინარეობის პროცესში მოცემული ფსონი ლოტის მეპატრონის მიერ განსაზღვრულ თანხას ასცდა, ამას კომპიუტერი ავტომატურად აფიქსირებს. 



590 70 2000,591 697000, 591 694000   Copyright (c) 2010 Caucasus Auto Auction